Tuesday, December 21, 2010

ედვარდ ლი თორნდაიკი (1874-1949)

Э. Торндайк

თორნდაიკი, რომელმაც მანქანის ტარება ვერ ისწავლა, იყო ზოოფსიქოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი. მან შეიმუშავა დასწავლის ობიექტური, მექანისტური თეორია, რომელშიც ძირითადი ყურადღება ექცევა გარეგან ქცევას. ის მიიჩნევდა, რომ ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ქცევა და არა ფსიქიკური ელემენტები ან ცნობიერების გამოცდილება. თორნდაიკმა გააძლიერა სწრაფვა უფრო მეტი ობიექტურობისაკენ, რომელზეც ჯერ კიდევ ფუნქციონალისტები საუბრობრობდნენ. მან სწავლება გააერთიანა არა სუბიექტურ ტერინებში, არამედ გაღიზიანებასა და რეაციას შორის ტერმინებში – თუმცა ის ზოგჯერ უშვებდა ზოგიერთ მინიშნებას ცნობიერებასა და ფსიქიკურ პროცესებზე.

ედვარდ თორნდაიკისა და ივანე პავლოვის შრომები წარმოადგენდნენ ერთდროული დამოუკიდებელი აღმოჩენის მაგალითს. თორნდაიკმა თავისი ეფექტის კანონი აღმოაჩინა 1898 წელს, ხოლო პავლოვმა განმტკიცების ანალოგიური კანონი აღმოაჩინა 1902 წელს, თუმცა სანამ ფსიქოლოგები ამ მსგავსებას იპოვნიდნენ, მრავალმა წელმა განვლო.

ცხოვრების ფურცლები

ედვარდ ლი თორნდაიკი იყო ერთ–ერთი პირველი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელმაც სრული განათლება მიიღო შეერთებულ შტატებში. ეს უკვე შესაძლებელი იყო მაგ დროისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას არ მოუწია გერმანიაში ჩასვლა დისერტაციის დასაწერად, და ეს ყველაფერი ხდება ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების გაჩენიდან ორი ათწლეულის შემდეგ. მას, ფსიქოლოგიისადმი ინტერესი,ისევე, როგორც ბევრს სხვას, გაუჩნდა ვილიამ ჯემსის "ფსიქოლოგიის პრინციპების" წაკითხვის შემდეგ (principles of psichology), როდესაც ის იყო სტდენტი უესლის უნივერსიტეტში (მიდლ–თაუნი, კონექტიკუტის შტატი). მოგვიანებით ის სწავლობდა ჯემსთან ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც დაიწყო კიდეც დასწავლის პროცესების კვლევა.

მან დაგეგმა კვლევის ჩატარება, სადაც სუბიექტებად უნდა აეყვანა ბავშვები, თუმცა წააწყდა აკრძალვას უნივერსიტეტის მხრიდან ამის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ცოტა ხნის წინ მომხდარი სკანდალით – ანთროპოლოგიის სტუდენტებმა ბავშვებს ტანსაცმელი გახადეს სხეულის გაზომვის მიზნით. როცა თორნდაიკმა გაიგო, რომ ბავშვებზე კვლევას ვერ ჩაატარებდა, მან, მორგანის ლექციებით შთაგონებულმა, არცევანი წიწილებზე შეაჩერა.(მორგანი თავის ლექციებში აღწერდა თავის ექსპერიმენტს წიწილების მონაწილეობით)

თორნდაიკმა ასწავლა წიწილებს ლაბირინთში სირბილი, რომლებიც მან, წიგნების დახმარებით, იმპროვიზებულად აღჭურვა.. ამბობენ, რომ ის გადააწყდა სირთულეებს თავისი ცხოველების დაბინავების საკითხში. დიასახლისმა თორნდაიკს აუკრძალა წიწილების საძინებელ ოთახში ყოლა, რის შემდეგაც მან რჩევისათვის მიმართა ჯემსს, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა წიწილების დაბინავებას უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და მუზეუმის ტერიტორიაზე. ბოლოს, მან გადაწყვიტა თორნდაიკი, თავის წიწილებთან ერთად, საკუთარი სახლის სადაფში მოეთავსებინა, რითიც ძალიან გაახარა საკუთარი შვილები.

თორნდაიკმა არ დაასრულა განათლების მიღება ჰარვარდის უნივერსიტეტში, რაგდანაც ვერ მიიღო ერთი ახალგაზრდა ქალბატონის სიყვარული...ამიტომ მან მიმართა კეტელის კოლუმბიის უნივერსიტეტს, რათა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ბოსტონიდან. კეტელმა მას შესთავაზა სტიპენდია და თორნდაიკი გადავიდა ნიუ–იორკში და თან წაიყოლა ორი, ყველაზე კარგად გაწრთვნილი წიწილა. ის აგრძელებდა კვლევას კოლუმბიის უნივერსიტეტში, მუშაობდა კატებსა და ძაღლებზე და იყენებდა თავისი ხელით შექმნილ "პრობლემურ ყუთს", 1898 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. მისი დისერტაცია "ცხოველთა გონება: ცხოველების ასოციაციური პროცესების ექსპერიმენტული კვლევა" გამოქვეყნდა წიწილების, თევზებისა და მაიმუნების ასოციაციური სწავლების კვლევებთან ერთად.

მიზანმიმართული და ამბიციური თორნდაიკი თავის საცოლეს სწერს: "გადავწყვიტე ხუთ წელიწადში მივაღწიო ფსიქლოგიის მწვერვალს, შემდეგი ათი წელიწადი ვასწავლო ფსიქოლოგია და შემდეგ წავიდე მეცნიერებიდან"(ციტატა : Boakes. 1984. გვ. 72). ის მცირე ხანს მუშაობდა ზოოფსიქოლოგიის სფეროში მხოლოდ იმისათვის, რომ დაეწერა დისერტაცია და შეექმნა თავისთვის სახელი.

1899 წელს თორნდაიკი გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლეჯის ფსიქოლოგიის ლექტორი. აქ ის მუშაობდა ადამიანებთან, იყენებდა რა კვლევის იმ მეთოდებს რასაც ცხოველების შემთხვევაში. მთელი მისი შემდგომი საქმიანობა ეძღვნებოდა ადამიანთა სწავლების პრობლემებს, კერძოდ – ტესტირებას ინტელექტუალური დონის განსაზღვრისათვის. მან დაწერა რამდენიმე წიგნი და მართლაც მიაღწია მწვერვალს, როგორც აპირებდა: 1912 წელს ის აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოცოაციის პრეზიდენტად. თორნდაიკი საკმაოდ გამდიდრდა თავისი წიგნებისა და ტესტების გამოცემით; 1924 წლისათვის მისი წლიური შემოსავალი შეადგენდა 70 ათას დოლარს, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენელი რიცხვი იყო.(Boakes. 1984).

თორნდაიკის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებული 50 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი ბობლიოგრაფია ითვლის 507 დასახელებას და ამასთან, მრავალი ამ წიგნებიდან საკმაოდ სქელტანიანია. ის 1939 წელს გავიდა პენსიაზე,თუმცა მაინც აგრძელებდა მუშაობას სიკვდილამდე, რომელიც ათი წლის შემდეგ ეწვია მას.

კონექციონიზმი

თორნდაიკმა შექმნა ექპერიმენტული მიდგომა, რომელსაც დაარქვა კონექციონიზმი *. ის წერდა, რომ თუ მას დასჭირდებოდა ადამიანის ცნობიერების გაანალიზება, ის მოძებნიდა "კავშირს A-სიტუაციას, სიტუაციის ელემენტებსა და სიტუაციის შემადგენებსა და B- რეაქციებს, რეაგირებისათვის მზაობას, სტიმულებს, შეფერხებას, რეაქციის მიმართულებას შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემთხვევაში, საუბარია იმაზე, თუ რას ფიქრობს და აკეთებს ადამიანი, რა გააღიზიანებს და რა გაახარებს მას ნებისმიერ წარმოდგენილ სიტუაციაში, მე მეჩვენება, რომ არაფერი არ დარჩება გვერდზე... დასწავლა – ესაა კავშირი, გონება – ესაა ადამიანის კავშირების სისტემა "(Thorndike. 1931. P. 122).

ეს პოზიცია იყო ასოციაციის შესახებ არსებული ძველი ფილოოფიური წარმოდგენის ლოგიკური გაგრძელება, მაგრამ ერთი არსებითი განსხვავებით: ასოციაციის ან იდეებს შორის კავშირის მაგივრად, თორნდაიკმა შემოიღო სიტუაციასა და რეაქციას შორის კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ მან თავის ფსიქოლოგიურ თეორიაში ჩართო უფრო ობიექტური საფუძველი, ის მაინც აგრძელებდა ფსიქიკური ანუ სუბიექტური პროცესების განხილვას. ცდისპირი ცხოველების ქცევის განხილვის შედეგად, ის საუბრობდა "დაკმაყოფილებაზე", "დაუკმაყოფილებლობასა" და "დისკომფორტზე", ეს ტერმინები კი უფრო მეტად ფსიქიკას მიესადაგება და არა ქცევას. ეს იყო რომანესისა და მორგნის თორნდაიკზე გავლენის დემონსტრაცია. «Подробный анализ психической деятельности животных на основе объективных умозаключений сопровождался описанием личных переживаний животных на основе субъективных заключений» (Mackenzie. 1977. P. 70).

საჭიროა აღვნიშნოტ, რომ თორნდაიკი, ლების მსგავსაფ, ცხოველებს არ მიაწერდა შემეცნებისა და ინტელექტის მაღალ დონეს იმ სილაღითა და ექსტრავაგანტულობით, როგორც ამას თავის დროზე, აკეთებდა რომანესი, ზოოფსიქოლოგიაში, მისი, როგორც მეცნიერებად ჩამოყალიბების დღიდან თორნდაიკის მოღვაწეობის პერიოდამდე – ობიექტური ქცევის კვლევის ექსპერიმენტული მეთოდის მნიშვნელობის ზრდის პარალელურად შეგვიძლია შევამჩნიოთ ცნობიერების როლის მუდმივი შემცირება.

თორნდაიკის შრომების მენტალისტური ელფერის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან მისი მიდგომის მექანისტური საფუძველი. მას მტკიცედ მიაჩნდა, რომ ქცევის შესასწავლად საჭიროა მისი გაყოფა შემადგენელ ნაწილებად – "სტიმულ–რეაქციის" წყვილებად. ამრიგად ის იზიარებდა სტრუქტურალისტების ანალიტიკურ და ატომისტურ თვალსაზრისს. "სტიმულ–რეაქციის" კავშირი წარომოადგენს ქცევის ელემენტებს (მაგრამ არა ცნობიერების), სამშენებლო აგურებს, რომლებითაც "შენდება" უფრო რთული ქცევა.

თეონა

პრობლემის ყუთი

თორნდაიკის თორიები შექმნილნი არიან იმ კვლევების საფუძველზე, რომლებიც ტარდებოდა თვითონ თორნდაიკის მიერ გამოგონებული ხელსაწყოს გამოყენებით, - ე.წ. „პრობლემის ყუთი“. ყუთში მოხვედრილ ცხოველებს, ყუთიდან გამოსასვლელად, უნდა ესწავლათ საკეტის გაღება. თორნდაიკმა ბადიან(ან ცხაურიან) ყუთში მოათავსა მშიერი კატა. საჭმელი იდგა ყუთის წინ - როგორც ჯილდო წარმატებული გამოსვლის (ყუთიდან) გამოსვლისთვის. ყუთის კარი იკეტებოდა რამდენმე საკეტით. იმისთვის რომ გაეხსნა კარი, კატას უნდა მოექაჩა რიჩაგი (დამავიწყდა ქართულად როგორაა) ან ჯაჭვი, ხოლო ხანდახან მას უნდა გაეკეთებია რამდენიმე თანმიმდევრული მოძრობა.

თავიდან კატა ახდენდა ქაოტური ქცევის დემონსტრირებას, ათვალიერებდა, ყნოსავდა, კაწრავდა, კარს რათა მიეღწია საჭმლისთვის. დროთა განმავლობაში ის შეიგრძნობდა თათის ცეცებით ქცევის სწორ მეთოდს და აღებდა კარს. პირველი ცდისას ქცევის სისწორე აღმოჩნდებოდა შემთხვევითი. შემდგომი ცდებისას კი შემთხვევითი ქცევა უფრო და უფრო იშვიათად გვხვდებოდა - და ბოლოს და ბოლოს, მიიღწეოდა სრული დასწავლა. ამის შემდეგ, კატა თავიდანვე სწორ ქცევას ანხორციელებდა, როგორც კი მას გალიაში სვამდნენ.

DSC02380

თორნდაიკი სწავლების რაოდენობრივ საზომს იყენებდა. ერთ-ერთი მეთოდთაგანი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩაწერილი ყოფილიყო რაოდენობა არასწორ ქცევის გამოვლენისა - ანუ, იმ ქცევებისა, რომლებსაც არ მიყავდა კატა სასურველ შედეგამდე. ცდების სერიის შემდეგ არასწორი ქცევა ხდებოდა უფრო იშვიათი. სხვა მეთოდიკა მდგომარეობდა იმაში, რო დარეგისტრირებულიყო დრო, რომელიც იქნა დახარჯული კატის ყუთში მოთავსებიდან მის წარმატებულ გამოსვლამდე. სწავლების კვალდაკვალ ძებნის დრო მოკლდებოდა.

თორნდაიკმა შეამჩნია რომ ექსპერიმენტის განმავლობაში მიღებული შედეგი გავლენას ახდენდა დამახსოვრების ტენდენციაზე. მიდრეკილება ქცევებისკენ, რომლებსაც არ მივყავართ კლეტკიდან გამოსვლამდე, დადის უარყოფამდე; ისინი თითქოს იშლებიან მეხსიერებიდან უიღბლო ცდების გარკვეული რაოდენობის შემდეგ. ის ქცევები კი, როლებსაც წარმატებამდე მივყავართ, ცდების რიგის შემდეგ მყარდებიან. სწავლების ასეთმა მეთოდმა მიიღო სახელწოდება - სწავლება ცდისა და შეცდომის მეთოდით*. თვითონ თორნდაიკი ამჯობინებს ამ მეთოდს ცდისა და შემთხვევითი წარმატების მეთოდი უწოდოს.

*სწავლება ცდისა და შეცდომის მეთოდით - სწავლება, დაფუძნებული რეაქციების გამეორებაზე, რომლებსაც მივყავართ წარმატებამდე.

დასწავლის კანონები

საპასუხო რეაქციების დამახსოვრების ან დავიწყების პრინციპი ჩამოყალიბებული იყო ეფექტის კანონის* სახით. „ნებისმიერი ქცევა, რომელიც მოცემულ მომენტში იწვევს დაკმაყოფილბას, ასოცირდება მოცემულ სიტუაციასთან, ასე რომ, როცა ის(სიტუაცია) ისევ ჩნდება, ამ ქცევის განხორციელბა ხდება უფრო მოსალოდნელი, ვიდრე ის აქამდე იყო. და პირიქით, ნებისმიერი ქცევა, რომელიც იწვევს დისკომფორტს, გამოეყოფა მოცემულ სიტუაციას, ასე რო, როცა ის კვლავ ჩნდება, ამავე ქცევის განხორციელება ხდება უფრო ნაკლებად მოსალოდნელი.“(თორნდაიკი 1905)

თანმხლების კანონი - ვარჯიშის კანონი* ან სწავლების და გადაჩვევის (ვარჯიშის) კანონი - ამტკიცებს, რომ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ნებისმიერი რეაქცია იწყებს ამ სიტუაციასთან ასოცირებას. რაც უფრო ხშირად ვლინდება ქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, მით უფრო მჭიდრო ხდება ასოციაციური კავშირი. და პირიქით, თუ კი რეაქცია დიდი დროის განმავლობაში არ ხორციელდება, მაშინ ასოციაციური კავშირი მცირდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, კონკრეტულ სიტუაციაში საპასუხო რეაქციის განმეორებას მივყავართ მის გაძლიერებამდე. თორნდაიკის შემდგომმა კვლევებმა დაარწმუნეს ის იმაში, რომ კეთილსასურველი რეაქციები (ე.ი. სიტუაცია, რომელსაც მოაქვს დაკმაყოფილება) არიან უფრო ეფექტურები, ვიდრე ამ რეაქციის უბრალო, მრავალჯერადი განმეორება.

ოცდაათიანი წლების დასაწყისისთვის, თორნდაიკმა ისევ ჩაატარა ეფექტის კანონის კვლევა გავრცელებული ექსპერიმენტული პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ცდისპირების როლში უკვე ადამიანები იყვნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რო მ რეაქციის წახალისებას მივყავართ მის გამყარებამდე, თუმცა დასჯა არ იძლევა ნეგატიურ შედეგს პარალელის გასავლებად. თორნდაიკმა გადახედა ეფექტის კანონი, რათა გაეკეთებინა დიდი აქცენტი უფრო წახალისებაზე, ვიდრე დასჯაზე.

*ეფექტის კანონი: ნებისმიერი ქცევა, რომელიც იწვევს დაკმაყოფილებას, ასოცირდება მოცემულ სიტუაციასთან, ასე რომ, როცა ის კვლავ აღმოცენდება, ამ ქცევის განხორციელება ხდება უფრო მოსალოდნელი, ვიდრე მანამდე.

*ვარჯიშის კანონი - რაც უფრო ხშირად გამოიყენება ქცევა ან რეაქცია მოცემულ სიტუაციაში, მით უფრო ძლიერი ხდება ასოციაციური კავშირი ქცევასა და სიტუაციას შორის.

კომენტარები

ადამიანების და ცხოველების სწავლების სფეროში, თორნდაიკის კვლევები არის გამოჩენილი მიღწევები ფსიქოლოგიის ისტორიაში. მისმა შრომებმა საფუძველი დაუდეს სწავლების თეორიას ამერიკულ ფსიქოლოგიაში, ხოლო ობიექტურობის სული, რომელიც მკაცრად იყო გამოხატული მის ყველა კვლევაში, აღმოჩნდა უმთავრესი წვლილი ბიჰევიორიზმის განვითარებაში. უოტსონი წერდა, რომ თორნდაიკის კვლევები გახდა ბიჰევიორიზმის ქვაკუთხედი.

ივანე პავლოვის კომენტარი

ჩემს ახალ მეთოდთან მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მე გავიგე, რომ მსგავსი ცდები ჩატარებული ამერიკაში, თანაც არა ფიზიოლოგების, არამედ ფსიქოლოგების მიერ. იმ დროიდან მე ყურადღებით დავიწყე ამერიკული პუბლიკაციების შესწავლა, და უნდა ვაღიარო, რომ პატივი პირველი ნაბიჯის გადადგმისა ეკუთვნის ე.ლ. თორნდაიკს. მისი ეკსპერიმენტები წინ უსრებდნენ ჩვენს ექსპერიმენტებს ორი ან სამი წლით, ხოლო მისი წიგნი შეგვიძლია ჩავთვალოთ კლასიკურად, როგორც ასეთი მამაცი მიდგომისთვის გიგანტურ სამუშაოსთან, და ასევე თავისი შედეგების სიზუსტის გამო.

2 comments: